შინაარსზე გადასვლა

ომარის მეჩეთი (ბეთლემი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომარის მეჩეთი


ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 31°42′16″ ჩ. გ. 35°12′20″ ა. გ. / 31.7045389° ჩ. გ. 35.2055639° ა. გ. / 31.7045389; 35.2055639
რელიგიური კუთვნილება ისლამი
ადგილმდებარეობა ბეთლემი, პალესტინა

ომარის მეჩეთი (არაბ. مسجد عمر) — უძველესი და ერთადერთი მეჩეთი ქალაქ ბეთლემში, მანგერის მოედანზე, მაცხოვრის შობის ტაძრის სიახლოვეს. მეჩეთს სახელი დაერქვა მეორე სუნი ხალიფა ომარ (უმარ) იბნ ალ-ხატაბის (დაახ. 581-644) პატივსაცემად. იერუსალიმის აღების შემდეგ ომარიმ ბეთლემი მოინახულა 637 წელს, სადაც გამოსცა კანონი, რომელიც ქრისტიანთა სალოცავსა და მიმდევრებს დაიცავდა[1]. გადმოცემით ისლამის წინასწარმეტყველი მუჰამედის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ ომარი ამ მეჩეთის ადგილას ლოცულობდა[2] .

მეჩეთი 1860 წელს აშენდა[2], თუმცა 1955 წლამდე არ განახლებულა. მისი მშენებლობისთვის მიწა გაიღო ბერძნულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ.

  1. Mosque of Omar GeoCities: Bethlehem Homepage
  2. 2.0 2.1 Mosque of Omar (Bethlehem) დაარქივებული July 29, 2013, საიტზე Wayback Machine. Atlas Travels and Tourism Agency.